სამოქალაქო სამართალი ეს არის სამართლის დარგი, რომელიც პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს აწესრიგებს.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის დარგში გაერთიანებულ ყველა სფეროში.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გთავაზობთ უძრავ და მოძრავ ნივთებთან, ასევე უფლებებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა სახის ხელშეკრულების მომზადებას; უძრავი ქონების დაკანონება (მიწის ლეგალიზება, საჯარო რეესტრი და ა.შ). კერძოდ, სესხის, ნასყიდობის გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, გირავნობის, იპოთეკის, ნარდობის, დავალების, საშუამავლო, მიბარების, წილის დათმობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას, სამართლებრივ ეექსპერტიზას, კანონმდებლობის შესაბამისად მათ გამართვას და მათგან გამომდინარე დავების მოგვარებას. ნებისმიერ ბანკთან ან საფინანსო ორგანიზაციასთან სახელშეკრულებო დავის წარმოებას. სახელშეკრულებო დავები (ჩუქების, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება/ბათილად ცნობა,სესხი, იპოთეკა და ა.შ). სანივთო, ვალდებულებითი დავების წარმოება.

გთავაზობთ სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას, უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულებების მომზადებას და მათ შესაბამის სრტუქტურაში რეგისტრაციას, წარმომადგენლობა სასამართლოში, მესამე პირებთან.

მოაგვარეთ ვალდებულების დარღვევიდან წარმოშობილი დავები- გთავაზობთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას წარმომადგენლობას, დელიქტურ სამართალში კლიენტის უფლების დაცვას.

ე.წ “ატსტუპნიკთა” დავები.

აღნიშნულ სფეროში მომსახურება მოიცავს: ზოგად იურიდიულ კონსულტაციას, ნებაყოფლობით და სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ სადავო საკითხების გადაწყვეტას; შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების (მაგ. სადაზღვევო პოლისების) მომზადებას ან არსებული ხელშეკრულების ანალიზს; დაზღვევის სფეროში წარმოქმნილ დავებში დაინტერესებული მხარის ინტერესების დაცვას.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA კლიენტებს სთავაზობს საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს; საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადებას; საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას; კლიენტის სახელით მარეგულირებელეთან ურთიერთობას; ნებისმიერ კერძო კომპანიასთან სახელშეკრულებო დავის წარმოება. ბანკებთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დავებისას ჯარიმების, პირგასამტეხლოს შემცირება.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი საკითხების მართვას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდის გამოშვების, შეძენის, კაპიტალის გაზრდისა და ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესში იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე არსებობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას.

ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურება მოიცავს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, გამოგონების და სხვა სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის და სხვა შესაბამისი უფლების მოპოვებას; ავტორის, საავტორო უფლების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის საავტორო, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე უფლებების დაცვას და მათი დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა. საავტორო უფლებების და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადებას (განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებები), ასევე ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება. თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ შემდეგი სახის მომსახურებას:  საქორწინო კონტრაქტის შედგენა; მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვა; განქორწინებასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, მშობლის უფლების აღდგენასთან, ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობის შემცირებას/გაზრდას და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული სარჩელების შედგენას, მტკიცებულებათა შეგროვებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და მხარის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვას; შვილების და გაშვილების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან შვილება/გაშვილებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას.  უდავო წარმოება სახელსა და გვარში შეცდომა, ქორწინების ფაქტის დადგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება და სხვა.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გთავაზობთ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება/შეგროვების პროცესში წარმომადგენლობას, წარმომადგენლობას სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებსა და შედეგებზე კონსულტაციას; სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას; სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენას; მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში კლიენტის ინტერესების დაცვას; პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას; მემკვიდრეებისა და სხვა დაინტერესებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვას; ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გთავაზობთ კვალიფიციურ საადვოკატო/იურიდიულ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროთი რეგულირებულ საკითხებზე. კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენი გუნდი აწარმოებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობას და დაინტერესებული პირის კანონით დადგენილი უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებების შეტანას ან/და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას; მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული პირის წარმომადგენლობას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივი მომსახურების გაწევას.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გაგიწევთ საადვოკატო და წარმომადგენლობით მომსახურებას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე,  კერძოდ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში არსებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინსტრაციულ სამართალდარღვევებზე, საპატრულო ჯარიმებიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გაგიწევთ წარმომადგენლობას სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დარღვეული და სადავოდ ქცეული უფლებების აღდგენის მიზნით, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურაში წარმომადგენლობით მომსახურებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების და სამართლებრივი ექსპერტიზის განსახორციელებლად.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში, რაც მოიცავს ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვებისათვის აუცილებელი საბუთების მომზადებას საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლიცენზიისა თუ ნებართვის მომზადების პროცესის მონიტორინგს, ლიცენზიის  ნებართვის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას სისხლის სამართლის ნებისმიერ სფეროში.

კომპანია კლიენტებს ემსახურება საერთო სპეციალიზაციის, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატების მეშვეობით, რაც განაპირობებს კლიენტისთვის ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულზე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას.

ნებისმიერი ბრალდებული უფლებამოსილია, ჰყავდეს ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაშიც ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

– საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;

– ადვოკატის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა;

– ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ადვოკატთან პაემანი შეუზღუდავი დროით;

– მსჯავრდებულის ადვოკატთან პაემანი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში შეუზღუდავი დროით;

– საგამოძიებო ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა;

– მოწმეების მოძიება და მათი გამოკითხვა;

– სასამართლო პროცესებზე კლიენტის ინტერესების დაცვა;

– საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის უზრუნველყოფა თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;

– მტკიცებულებების მოპოვება და საგამოძიებო ორგანოსთვის ან სასამართლოში წარდგენა;

– ბრალდებულთან, მსჯავრდებულთან და მათ ოჯახის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ;

– სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების მოპოვება;

– შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება;

– კლიენტის ინტერესების/უფლებების დაცვა ქვეყნის შიდა, სამივე ინსტანციის  სასამართლოში (საქალაქო/რაიონული სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო), ასევე საჭიროების შემთხვევაში საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი).

– უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და სასამართლოში საქმის წარმოება;

– უშუალოდ კლიენტის მონაწილეობა ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

– გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით;

– და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

შრომითი სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები წარმოიშობა, დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომითი კოდექსით და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

შრომითი კოდექსი მოქმედებს, თუ კონკრეტული ურთიერთობა არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ასევე თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულაციებს.

შრომის კოდექსი უპირატესი ძალით სარგებლობს, სამოქალაქო კოდექსის მიმართ, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ რეგულირდება შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით.

რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს, ესენი არიან:

დამსაქმებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

დასაქმებული: ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

შრომის სფეროში მომსახურება, რომელსაც იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ, გულისხმობს:

– შრომითი ხელშეკრულებების(მათ შორის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები) მომზადებას,

– საწარმოთა და იურიდიული პირისათვის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას;

– ზოგად კონსულტაციებს შრომითი სამართლის სფეროში; შრომითი ურთიერთობების წარმოშობასთან,

– შეცვლასთან შეჩერებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში დახმარებას;

– დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონიერი ინტერესების დაცვას;

– შრომითი ურთიერთობებიდან წარმოქმნილ დავებში წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში;

– შრომითი ხელშეკრულების ან შრომითი პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფისას კლიენტის ინტერესების დაცვას.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ უძრავი ქონების გასხვისება/ შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

– იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურების გაწევას;

– უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას;

– გაფორმებას და საჯარო რეესტრში მათ რეგისტრაციას;

– ინვესტორების სასარგებლოდ შესაძენი ქონების სამართლებრივი შეფასების ჩატარებას;

– იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებას;

– პრივატიზაციის პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენას;

– მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, როგორიცაა: განცხადების შედგენა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციების მოძიება, წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა საჭირო პროცედურების განხორციელებას;

– პრივატიზაციის პროცესში დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებების დაცვას.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევას, წარმომადგენლობას სააღსრულებო ბიუროს შესაბამის სამსახურში, აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონებში წარმომადგენლობას, სააღსრულებო წარმოების პროცესში მხარის წარმომადგენლობას აღსრულების გადადების, შეწყვეტის ან შეჩერების საკითხებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება:

ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;

ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;

ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ;

თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა;

კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ნ) სანოტარო აქტი;

ო) გირავნობის მოწმობა;

პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;

ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;

ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება;

ქ) ლიზინგის მოწმობა.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA“ გთავაზობთ:

სამეწარმეო სუბიექტების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების,

-სააქციო საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების,

– კომანდიტური საზოგადოების,

– კოოპერატივის, ინდივიდუალური მეწარმის,

– სამეწარმეო ამხანაგობის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების) პირველად რეგისტრაციას,

-რეგისტრაციაში ცვლილებებს,

– რეორგანიზაციის პროცესის წარმოებას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა),

– ფილიალების, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალების დარეგისტრირებას,

–  საწარმოს რედომიცილება .

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA თავის კლიენტებს ასევე ეხმარება კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევასა და კომპანიის კორპორაციულ სტრუქტურირებაში. ბიზნეს გარიგებების საწარმოებლად სამეწარმეო სუბიექტისათვის ყველაზე მისაღები კონტრაქტის დადების მიზნით, კლიენტებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას და აკეთებს სამართლებრივ ანალიზებს. ასევე სამეწარმეო სამართალწარმოება (წესდების შედგენა, ფირმების რეგისტრაცია და ა.შ.).

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA – ს მიერ საგადასახადო სამართლის კუთხით გაწეული მომსახურება მოიცავს:

– ზოგად იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს საგადასახადო სამართლის სფეროში;

– კლიენტის სახელით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას;

– საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილების გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში;

– საგადასახადო მოთხოვნებთან (გადასახადის ან/და საურავის დარიცხვა, ჯარიმის დაკისრება) დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობა და გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვას;

– ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას და წარმომადგენლობას შესაბამის ორგანოებთან;

– ზედმეტად დარიცხული/გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას;

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA –  ს ადვოკატები გაგიწევენ უმაღლესი ხარისხის იურიდიულ და წარმომადგენლობით მომსახურებას: სასესხო და წილობრივი ინვესტირების პროექტებში ტრანზაქციების სტრუქტურირების, საინვესტიციო ობიექტების იურიდიული შესწავლისა და საინვესტიციო ხელშეკრულებების შედგენის გზით, რაც მოიცავს აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებების სათანადო რეგისტრაციას შესაბამის უფლებამოსილ სამსახურში.

სამართლის დარგი, რომელიც სწავლობს, თუ რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული უცხო ელემენტით დატვირთული კეროძო სამართლებრივი ურთიერთობის დროს. საერთაშორისო კერძო სამართალი არის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შემადგენელი ნაწილი და არ განეკუთვნება საერთაშორისო საჯარო სამართალს.

„კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონს, რომელიც  განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ საადვოკატო და იურიდიულ მომსახურებას საერთაშორისო კერძო სამართლის განხრით.

ჩვენი ბიურო გთავაზობთ ინტერესების დაცვას:

– საერთაშორის სავაჭრო ურთიერთობებში;

– საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებას;

– მოლაპარაკებების წარმოებას, ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონდებლობის ანალიზს და დასკვნების მომზადებას;

– უსაფრთხო სავაჭრო საქმეების შემუშავებას;

– საერთაშორისო გადამზიდავებთან და გადამყვანებთან ურთიერთობას;

ჩვენ ასევე ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს უცხო ქვეყნის სასამართლოსა თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილებების საქართველოში აღსრულების პროცესში.