Project Description

სამოქალაქო სამართალი

სახელშეკრულებო სამართალი

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გთავაზობთ უძრავ და მოძრავ ნივთებთან, ასევე უფლებებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა სახის ხელშეკრულების მომზადებას; უძრავი ქონების დაკანონება (მიწის ლეგალიზება, საჯარო რეესტრი და ა.შ). კერძოდ, სესხის, ნასყიდობის გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, გირავნობის, იპოთეკის, ნარდობის, დავალების, საშუამავლო, მიბარების, წილის დათმობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას, სამართლებრივ ეექსპერტიზას, კანონმდებლობის შესაბამისად მათ გამართვას და მათგან გამომდინარე დავების მოგვარებას. ნებისმიერ ბანკთან ან საფინანსო ორგანიზაციასთან სახელშეკრულებო დავის წარმოებას. სახელშეკრულებო დავები (ჩუქების, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება/ბათილად ცნობა,სესხი, იპოთეკა და ა.შ). სანივთო, ვალდებულებითი დავების წარმოება.

 სამეზობლო სამართალი

გთავაზობთ სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას, უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულებების მომზადებას და მათ შესაბამის სრტუქტურაში რეგისტრაციას, წარმომადგენლობა სასამართლოში, მესამე პირებთან.

ვალდებულებითი სამართალი

მოაგვარეთ ვალდებულების დარღვევიდან წარმოშობილი დავები- გთავაზობთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას წარმომადგენლობას, დელიქტურ სამართალში კლიენტის უფლების დაცვას.

ე.წ “ატსტუპნიკთა” დავები.

სადაზღვევო სამართალი

აღნიშნულ სფეროში მომსახურება მოიცავს: ზოგად იურიდიულ კონსულტაციას, ნებაყოფლობით და სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ სადავო საკითხების გადაწყვეტას; შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების (მაგ. სადაზღვევო პოლისების) მომზადებას ან არსებული ხელშეკრულების ანალიზს; დაზღვევის სფეროში წარმოქმნილ დავებში დაინტერესებული მხარის ინტერესების დაცვას.

საბანკო სამართალი

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA კლიენტებს სთავაზობს საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს; საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადებას; საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას; კლიენტის სახელით მარეგულირებელეთან ურთიერთობას; ნებისმიერ კერძო კომპანიასთან სახელშეკრულებო დავის წარმოება. ბანკებთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დავებისას ჯარიმების, პირგასამტეხლოს შემცირება.

ფასიანი ქაღალდები

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი საკითხების მართვას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდის გამოშვების, შეძენის, კაპიტალის გაზრდისა და ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესში იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე არსებობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას.

 

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურება მოიცავს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, გამოგონების და სხვა სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის და სხვა შესაბამისი უფლების მოპოვებას; ავტორის, საავტორო უფლების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის საავტორო, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე უფლებების დაცვას და მათი დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა. საავტორო უფლებების და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადებას (განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებები), ასევე ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება. თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება.

საოჯახო სამართალი

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ შემდეგი სახის მომსახურებას:  საქორწინო კონტრაქტის შედგენა; მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვა; განქორწინებასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, მშობლის უფლების აღდგენასთან, ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობის შემცირებას/გაზრდას და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული სარჩელების შედგენას, მტკიცებულებათა შეგროვებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და მხარის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვას; შვილების და გაშვილების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან შვილება/გაშვილებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას.  უდავო წარმოება სახელსა და გვარში შეცდომა, ქორწინების ფაქტის დადგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება და სხვა.

მემკვიდრეობითი სამართალი

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გთავაზობთ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება/შეგროვების პროცესში წარმომადგენლობას, წარმომადგენლობას სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებსა და შედეგებზე კონსულტაციას; სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას; სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენას; მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში კლიენტის ინტერესების დაცვას; პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას; მემკვიდრეებისა და სხვა დაინტერესებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვას; ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას.

შრომის სამართალი

შრომითი სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები წარმოიშობა, დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომითი კოდექსით და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

შრომითი კოდექსი მოქმედებს, თუ კონკრეტული ურთიერთობა არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ასევე თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულაციებს.

შრომის კოდექსი უპირატესი ძალით სარგებლობს, სამოქალაქო კოდექსის მიმართ, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ რეგულირდება შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით.

რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს, ესენი არიან:

დამსაქმებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

დასაქმებული: ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

შრომის სფეროში მომსახურება, რომელსაც იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ, გულისხმობს:

– შრომითი ხელშეკრულებების(მათ შორის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები) მომზადებას,

– საწარმოთა და იურიდიული პირისათვის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას;

– ზოგად კონსულტაციებს შრომითი სამართლის სფეროში; შრომითი ურთიერთობების წარმოშობასთან,

– შეცვლასთან შეჩერებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში დახმარებას;

– დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონიერი ინტერესების დაცვას;

– შრომითი ურთიერთობებიდან წარმოქმნილ დავებში წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში;

– შრომითი ხელშეკრულების ან შრომითი პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფისას კლიენტის ინტერესების დაცვას.

უძრავი ქონება და პრივატიზაცია

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ უძრავი ქონების გასხვისება/ შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

– იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურების გაწევას;

– უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას;

– გაფორმებას და საჯარო რეესტრში მათ რეგისტრაციას;

– ინვესტორების სასარგებლოდ შესაძენი ქონების სამართლებრივი შეფასების ჩატარებას;

– იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებას;

– პრივატიზაციის პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენას;

– მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, როგორიცაა: განცხადების შედგენა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციების მოძიება, წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა საჭირო პროცედურების განხორციელებას;

– პრივატიზაციის პროცესში დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებების დაცვას.

სასესხო და წილობრივი ინვესტიციები

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA –  ს ადვოკატები გაგიწევენ უმაღლესი ხარისხის იურიდიულ და წარმომადგენლობით მომსახურებას: სასესხო და წილობრივი ინვესტირების პროექტებში ტრანზაქციების სტრუქტურირების, საინვესტიციო ობიექტების იურიდიული შესწავლისა და საინვესტიციო ხელშეკრულებების შედგენის გზით, რაც მოიცავს აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებების სათანადო რეგისტრაციას შესაბამის უფლებამოსილ სამსახურში.